ბოლო პერიოდში საინფორმაციო პორტალ “მარშალპრესზე” ხდება მიზანმიმართული ჰაკერული თავდასხმა. პირველი შეტევა 27 აპრილის დღის 12:00 საათზე მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო “თავისუფალი ზონის” წევრ ირაკლი ჩხვირკიას მხარდამჭერების მიერ გახორციელებული მიზანმიმართული ქმედება, კერძოდ, მოხდა საიტის სერვერის ხელოვნური დატვირთვა, რამაც მისი გათიშვა გამოიწვია. ჩვენ ვებ გვერდზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ ანონსიც გაავრცელა ერთ-ერთმა ფეისბუქ გვერდმა სახელწოდებით “ROOT ROOT”, მოგვიანებით ინფორმაციის სახით გავრცელდა ვებ პორტალებზე Allmedia.ge და “თავისუფალი ზონა”.
დღეს, 14:00 საათიდან ვებ გვერდი კვლავ შეფერხებით მუშაობდა და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე “მარშალპრესი”-ს ადმინისტრაცია თვლის, რომ ეს იყო იმავე ჯგუფის მიერ წარმოებული კიბერ შეტევა, რაც 27 აპრილს მოხდა.
“მარშალპრესი” კატეგორიულად აფრთხილებს ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია აღნიშნულ ქმედებებში. ასევე, საკითხის მოკვლევის მიზნით სააგენტო მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს და კიბერუსაფრთხოების შესაბამის სამსახურს, რათა მოხდეს მონაწილე პირთა გამოვლენა და მათი დასჯა კანონის შესაბამისად.