დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ერთ–ერთ სატელევიზიო არხზე გაიჟღერა ფრაზამ, რომ საქართველოს კულტურისპალატის საფუძველზე, რომელი კომისიის გადაწყვეტილებით ხსნის სახელობითვარსკვლავებს. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას, რომ:
1. 2000 წლიდან, როცა გაიხსნა ქალბატონ ნინო რამიშვილის ვარსკვლავი, რეკომენდაციას იძლეოდა ქალაქ თბილისის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭო და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ახორციელებდა თბილისის მერიის კულტურის საქალაქოსამსახური. მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციით არის გახსნილი 2005 წლამდე ყველავარსკვლავი. 2005 წლიდან 2013 წლამდე ვარსკვლავების გახსნის ღონისძიებასახორციელებდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო 2013 წლიდან დღემდე საქართველოს კულტურის პალატა, სახელმწიფო და საზოგადოებრივიორგანიზაციების რეკომენდაციათა საფუძველზე.
2. მინდა, მივმართო ბატონ ნიკა რურუას, რომელიც აჟღერებს ფრაზას, თითქოს მე, დავით ოქიტაშვილი, ერთპიროვნულად ვიღებ ამ გადაწყვეტილებას უკანასკნელი 17 წლისმანძილზე და შევახსენო, 2010 წლიდან 2013 წლამდე, როდესაც მე აღარ ვმუშაობდისაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სამინისტროახორციელებდა სახელობითი ვარსკვლავების გახსნას, ბატონი ნიკა რურუა იყო მინისტრი; ამ პერიოდში მინისტრი ნიკა რურუა დავით ოქიტაშვილის ერთპიროვნულგადაწყვეტილებას ეყრდნობოდა?
3. დავით ხუჯაძემ მოიკითხა კომისიის ის გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეიხსნებოდა 17 წლის მანძილზე ვარსკვლავები. ყველა დოკუმენტაცია ინახება წლებისმიხედვით შესაბამის სახელმწიფო ორგანიზციებში და შეუძლია გამოითხოვოსკანონმდებლობით დადგენილი წესით. მე მივმართავ მას თავისივე შეკითხვით – დათო, რომელი კომისიის გადაწყვეტილებით დაიგეგმა თქვენი შპს–ს მიერ ჯგუფი „სახეს“ვარსკვლავის გახსნა?“ – წერს ოქიტაშვილი.