ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის, მარიამ ხელაძეს განცხადებით, აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია საავადმყოფოში 05:35 საათზე მიიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, მას თავის ტვინის შერყევა აქვს მიღებული.
“ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. გართულებას არ ველოდებით. საშუალო სიმძიმის მდგომარეობაა”, – აცხადებს მარიამ ხელაძე.
მისი თქმით, საავადმყოფოში საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ჯერ არ მისულან.
კომენტარები