ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავისი არსებობა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მერცმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და გერმანიის უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა მოიწვია.
„ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი არსებობა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ირანი კვლავ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. ეს ბირთვული პროგრამა არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, განსაკუთრებით ისრაელს“, – განაცხადა მერცმა.
მერცმა მოუწოდა ორივე მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ შემდგომი ესკალაცია და მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია.
კომენტარები