ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად თეირანის პროვინციაში 78 ადამიანი დაიღუპა, 329 კი დაშავდა.
სამაშველო სამსახურებმა განაცხადეს, რომ სამაშველო და ნანგრევების გატანის ოპერაციები კვლავ გრძელდება. არსებობს შესაძლებლობა, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდოს.
ირანი ისრაელს საცხოვრებელი ზონების დაბომბვაში ადანაშაულებს. ირანული მედია ასევე ადასტურებს ისრაელის თავდასხმის შედეგად რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების ხელმძღვანელის, გენერალ ამირ ალი ჰაჯიზადეს დაღუპვას.
ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამად ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ირანი დაასრულებს ისრაელის მიერ დაწყებულ ისტორიას.
კომენტარები