საფრანგეთში, ქალაქ ლე-მანთან სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც უკრაინელები გადაჰყავდა ავარიაში მოხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 4 პირი, დაშავდა სულ მცირე 30 ადამიანი, მათგან 11 მძიმე მდგომარეობაშია.
მედიის ცნობით, ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
ადგილზე იმყოფება საფრანგეთში უკრაინის ელჩი.
კომენტარები