საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მეშახტეების ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
დაღუპული მეშახტეების ხსოვნას ირაკლი კობახიძემ, რუსთავში, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მეშახტეებს ტყიბულში დღეს დაკრძალავენ.
კომენტარები