ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ეიალ ზამირი აცხადებს, რომ სამხედროები სრული ძალით აგრძელებენ ირანზე დარტყმებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ იმ ორ მთავარ ძალისხმევას, რომელიც ჩვენთვის განვსაზღვრეთ – თავდაცვითი ძალისხმევა და შეტევითი ძალისხმევა“, – აღნიშნა ეიალ ზამირმა.
„იქნება უფრო რთული მომენტები და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ სცენარების დიაპაზონისთვის, რომლებისთვისაც ვემზადებოდით. ჩვენ სრული ძალით, მაღალი ტემპით ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიერ დასახულ მიზნებს“, – დასძინა მან.
კომენტარები