საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო ოპერაცია განიხილა.
მხარეებმა ისაუბრეს „თავშეკავების, დეესკალაციისა და ყველა დავის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის კრიტიკულ მნიშვნელობაზე“.
ამასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის მეფემ მთავრობას დაავალა, დახმარება გაუწიოს ირანელ მომლოცველებს, რომლებიც ჰაჯის შემდეგ კვლავ სამეფოში იმყოფებიან და არსებული ვითარების გამო ირანში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
კომენტარები