მინესოტას წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მელისა ჰორთმანი და მისი მეუღლე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მომხდარს გუბერნატორმა ტიმ უოლცმა მიზანმიმართული პოლიტიკური ძალადობა უწოდა.
ცნობისთვის, მინესოტას შტატში ორ დემოკრატ კანონმდებელზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მძიმედ დაჭრილი იყვნენ სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე.
კომენტარები