ირანი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, ვიდრე ისრაელის თავდასხმის ქვეშ იმყოფება. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ირანმა კატარელ და ომანელ შუამავლებს განუცხადა.
„ირანელებმა კატარელ და ომანელ შუამავლებს აცნობეს, რომ ისინი სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ განაახლებენ, როცა ირანი დაასრულებს ისრაელის პრევენციულ თავდასხმებზე რეაგირებას“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით.
კომენტარები