პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მისი დაკავება მოხდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის, თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, გიორგი გეგეჭკორის მიერ, რომელიც ყველა აქციის დროს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს და რუსეთის აგენტებს ეძახდა, მაშინ როცა მისი მეუღლე რუსეთში ცხოვრობდა და თავადაც იქ წავიდა საცხოვრებლად.
„როცა დაიწო ხოცვა-ჟლეტა, მე პირადად დამაკავა გეგეჭკორმა. გეგეჭკორის სახელი აქ მხოლოდ ერთხელ იქნა ნახსენები, გიორგი გეგეჭკორი, რომელიც თბილისის პოლიციის შეფი იყო, კაცი, რომელიც ყოველთვის გვისწორდებოდა სასტიკად მანამდეც, ყველა აქციაზე. ეს კაცი სხვათა შორის, როგორც მერე ჩვენ გავიგეთ, რომელიც ჩვენ იმ აქციის დროსაც ისე გვცემდა და თავში გვირტყამდა და გვეუბნებოდა, რომ რუსეთის აგენტები ხართო, როგორც მერე გავიგე და მოვიძიე და პროკურატურასაც მივეცი ინფორმაცია, მასზე და ჩემ დაკავებასთან მიმართებაში, სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა, ღმერთმა კარგად უმყოფოს, თურმე მისი მეუღლე იქ ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ გვცემდნენ, რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ და თურმე ფულები მოგვქონდა ამ ოპოზიციისთვის, რომელ ოპოზიციასაც იქ კეთილსინდისიერად, მშვიდობიანად, მართლა ფოთოლი არ ჩამოვარდნილა და დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ნუ იქ წავიდა“, – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.