რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად კიევში 14 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 44 კი დაშავდა.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთმა იერიში კიევში მდებარე მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლები. არიან დაშავებულები.
ამასთან, ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. სხვადასხვა ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
კომენტარები