ისრაელის იერიშის შედეგად ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ორი თანამშრომელი დაიღუპა.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, IRNA-ს ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ახალი ამბების რედაქტორი ნიმა რაჯაბპური და ადმინისტრაციის თანამშრომელი მასუმე აზიმი დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა, რომელიც თეირანში მდებარეობს.
კომენტარები