ისრაელმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია განახორციელა.
ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ჰოდეიდას, რას ისას და სალიფის პორტები, ასევე რას ხათიბის ელეტროსადგური.
ისრაელის სამხედროების თქმით, სამიზნეებს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ რეჟიმი იყენებდა იარაღის გადასატანად და ისრაელისა და გლობალური საზღვაო გადაზიდვების წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად.
დაბომბილ ობიექტებს შორის არის გემი Galaxy Leader-ი, რომელიც „ჰუსიტებმა“ 2023 წლის ნოემბერში გაიტაცეს და საზღვაო მეთვალყურეობისა და ოპერატიული დაგეგმარებისთვის გამოიყენეს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ოპერაციაში 20 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა, რომლებმაც თავდასხმის დროს 50-ზე მეტი საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს. თავდასხმის შემდეგ იემენელმა „ჰუსიტებმა“ ორი რაკეტა გაუშვეს.