ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მარინ ლე პენის სარჩელი მისი არჩევნებში მონაწილეობის შეჩერებული უფლებამოსილების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
თავის გადაწყვეტილებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ „ყოველ შემთხვევაში, კონვენციით ან მისი ოქმებით დაცული უფლებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გარდაუვალი რისკის არსებობა დადგენილი არ არის“.
მიმდინარე წლის აპრილში მარინ ლე პენი საფრანგეთის სასამართლომ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
პოლიტიკოსს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აქედან ორი წელი შინაპატიმრობა, ორი კი პირობითი სასჯელია. მას ასევე 5 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
კომენტარები