ვიქტორ ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გადადგომისკენ მოუწოდებს. პოსტი უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში ევროპარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა.
„ხვალ დგება სიმართლის მომენტი: ერთ მხარესაა ბრიუსელის იმპერიული ელიტა, მეორე მხარეს კი პატრიოტები და საღი აზრი. არანაირი თავის არიდება – არჩევანი უნდა გაკეთდეს. ქალბატონო პრეზიდენტო, ლიდერობა პასუხისმგებლობას ნიშნავს. დროა, წახვიდეთ!“ – წერს ორბანი.
კომენტარები