საქართველოს კულტურის სამინისტროში უწყების მმართველობის სფეროში მოქმედი 80-მდე ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა.
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ისაუბრა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მმართველობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე, სწორ მენეჯმენტსა და სამინისტროსთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.
კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე მაკა გურგენიძემ, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე პრიორიტეტულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
თინათინ რუხაძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სამინისტროს გუნდთან ერთად მათ მხარდაჭერა აღუთქვა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
კომენტარები