ირან-ისრაელის დაპირისპირების დროს ისრაელში, სულ მცირე, 500 ადამიანი დაიღუპა, რაც ნიშნავს, რომ ისრაელის მხრიდან რეალური მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ოფიციალური ინფორმაციით იყო ნათქვამი.
ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ღალიბაფმა განაცხადა.
ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ისრაელის ბოლოდროინდელი სამხედრო აგრესიის შეწყვეტა რეჟიმის წარუმატებლობით იყო განპირობებული და არა მისი მხრიდან რაიმე თავშეკავებით.
მოჰამედ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანი არა მხოლოდ ისრაელს, არამედ ნატო-სა და აშშ-ის მეთაურობით დაქვემდებარებულ დასავლეთის ძალებს უპირისპირდება.
ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, ირანის დომინირებამ ხმელეთსა და ჰაერში ხელი შეუწყო სიონისტური რეჟიმის კრახს.
„ჩვენ მწყობრიდან გამოვიყვანეთ ისრაელის სამხედრო და თავდაცვითი ცენტრები. კონფრონტაციის ბოლო დღეებში ირანის სარაკეტო დარტყმები 90 პროცენტზე მეტი სიზუსტით განხორციელდა, რამაც ეფექტურად გაანეიტრალა ისრაელის ძირითადი სამხედრო და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ირანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამიზნეებზე შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა, რამაც ისრაელი აიძულა, ზავი ეთხოვა“, – აღნიშნა მოჰამად ღალიბაფმა.