სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციის შესაბამისად, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
გამომძიებლები დაზარალებულებთან ერთად სრული სურათის აღდგენას ცდილობენ. ეს შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას, სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და დაადგინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. 2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაავალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შსს-ს მხრიდან დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად, დაზარალებულების მონაწილეობით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი“, – აღნიშნა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა მედიასთან.