ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ისრაელზე ზეწოლის გზებს ეძებს.
ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა ხუთშაბათს ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიკური მოქმედებების 10 ვარიანტი წაადგინა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში განაცხადა, რომ აღმოაჩინა „მინიშნებები“, რომ თითქოს ისრაელმა დაარღვია ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების ვალდებულებები.
„ჩვენი მიზანი არ არის ისრაელის დასჯა რაიმე ფორმით. ჩვენი მიზანია, რეალურად გავაუმჯობესოთ სიტუაცია [ღაზაში], რადგან ჰუმანიტარული მდგომარეობა აუტანელია“, – აღნიშნა კაია კალასმა.
კომენტარები