საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია – ახალი კალედონია სახელმწიფო გახდება. კომპრომისულ შეთანხმებას კალედონიელმა პოლიტიკოსებმა და საფრანგეთის მთავრობამ პარიზის მახლობლად, ბუჟივალში მიაღწიეს.
შეთანხმების თანახმად, ახალ კალედონიას ავტონომია ექნება, თუმცა საფრანგეთისგან სრულ დამოუკიდებლობას არ მიიღებს. ახალი კალედონიის მცხოვრებლები მიიღებენ მოქალაქეობას, თუმცა ექნებათ შესაძლებლობა ორი პასპორტი ჰქონდეთ – კალედონიური და ფრანგული. ამასთან, ახალ სახელმწიფოს შეეძლება დამოუკიდებელი საერთაშორისო პოლიტიკის გატარება, საფრანგეთი კი მას ეკონომიკურ განვითარებაში დახმარებას ჰპირდება.
მოლაპარაკებების 10 დღეზე მეტხანს გრძელდებოდა. „ისტორიულ შეთანხმებას“ მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
„სახელმწიფო ახალი კალედონია რესპუბლიკის შემადგენლობაში. ეს არის ფსონი ნდობაზე. დადგა პატივისცემის, სტაბილურობის და კეთილი ნების საერთო მომავლის ასაშენებლად გაერთიანების დრო“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
შეთანხმების ძალაში შესვლამდე მას მხარი საფრანგეთის პარლამენტში და ახალ კალედონიაში რეფერენდუმზე უნდა დაუჭირონ მხარი.