სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მხარდასაჭერად პირობას აყენებს. რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ქვეყანა ვერ იტყვის უარს რუსულ გაზზე მყარი გარანტიების გარეშე, რომ ზარალი სრულად არ იქნება ანაზღაურებული.
„სლოვაკეთის ხელისუფლების ვალდებულებაა ევროკომისიის გადაწყვეტილების დამღუპველი შედეგების თავიდან აცილება. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ვალდებულებები და გარანტიები ევროკომისიისა და პარტნიორების მხრიდან, რომ ეს პრობლემა მხოლოდ სლოვაკეთის სინდისზე არ დარჩება, არამედ საერთო ევროპული პრობლემა გახდება, რომელიც უნდა გადავჭრათ“, – აცხადებს ფიცო.
ევროკომისიამ სანქციების მორიგი პაკეტი 10 ივნისს წარადგინა. სლოვაკეთის თანხმობის შემთხვევაში ევროკავშირის საგარეო მინისტრები მის დამტკიცებას სამშაბათს შეძლებენ.
კომენტარები