პარლამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, თეირანი გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გააკეთა. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა ახალ ფორმას შეიძენს და ირანის უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ იქნება კოორდინირებული.
„რადიოაქტიური მასალების გავრცელებისა და დარჩენილი საბრძოლო მასალების აფეთქების რისკის მაღალია. ჩვენთვის IAEA-ს ინსპექტორების ბირთვულ ობიექტებთან მიახლოება, მოიცავს როგორ უშიშროების ასპექტს, ასევე თავად ინსპექტორების უსაფრთხოების საკითხს. ამიტომ სააგენტოს მიმართვებს ირანში მონიტორინგის გაგრძელების შესახებ საბჭო უსაფრთხოებისა და უშიშროების ყველა ასპექტის გათვალისწინებით განიხილავს და ნებართვას შესაბამისად გასცემს“, – განაცხადა არაღჩიმ.