ტრაგიკული შემთხვევა მოხდა იტალიაში. მილანის ბერგამოს აეროპორტში თვითმფრინავის ტურბინამ კაცი ჩაითრია. ტრაგედია ასაფრენ ბილიკზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი არც მგზავრი იყო და არც აეროპორტის თანამშრომელი და აეროპორტში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების მიზნით მივიდა. ის თვითმფრინავს მიუახლოვდა, როდესაც მას მოძრაობა უკვე დაწყებული ჰქონდა და ტურბინაში შეხტომა რამდენჯერმე სცადა.
პოლიციის ანგარიშის მიხედვით, კაცს ნარკოტიკებთან ჰქონდა პრობლემები, თუმცა „გამოჯანმრთელებას და სიცოცხლის ხელახლა დაწყებას“ ცდილობდა.
კომენტარები