ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი მოლდოვაში არსებულ ეკონომიკური ვითარებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის მიდგომები, რასაც ახლა ევრობიუროკრატებისგან ვხედავთ, არის კლასიკური ორმაგი სტანდარტების მაგალითი.
„ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვაში სიღარიბე იზრდება, მაშინ, როდესაც საქართველო რეგიონში არის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. მოლდოვა დღემდე არის „დესეთეს“ წევრი ქვეყანა, მაშინ, როდესაც საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი თუნდაც „აისაფის” და საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილით. ეს მიდგომები, რასაც ჩვენ ახლა ევრობიუროკრატებისგან ვხედავთ, არის კლასიკური ორმაგი სტანდარტების მაგალითი და სამწუხაროა ის, რომ მათთვის ორმაგი სტანდარტი გადაიქცა ყოველდღიური საქმიანობის სახედ“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.
მოლდოვაში გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,1% შეადგინა, ხოლო „აბსოლუტური სიღარიბის“ მაჩვენებელი იმავე პერიოდში 31,6%-დან 33,6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა.