რამდენიმე დღეა, ემზადებიან, შეიძლება, კვირებიც, მაგრამ ნათლად გამოჩნდა ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა და ის კურსი, რომელიც დღეს გვაქვს აღებული გაგრძელდეს, გაძლიერდეს, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ილია ინჯიამ. მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც გუშინ გაიმართა.
„ეს არ იყო ხალხმრავალი აქცია, უბრალოდ შეიკრიბნენ; რა თქმა უნდა, აგენტურულ ქსელს რა გამოლევს ჩვენს ქვეყანაში. გუშინდელი დღეც იყო ნათელი მაგალითი, რომ მათ ეს აქცია ისე არ გამოუვიდათ, როგორი წინასიტყვაობაც ჰქონდათ მზადების დროს“, – აღნიშნა ინჯიამ.
კომენტარები