„იმედის კვირამ“ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა სკანდალურ საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურანტიც შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაა. კერძოდ, ობამას ადმინისტრაციამ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ნარატივის შექმნის მიზნით სადაზვერვო ინფორმაცია გააყალბა.
ტულსი გაბარდი აქვეყნებს მტკიცებულებებს, რომლის თანახმად 2016 წელს ობამამ ტრამპს რუსეთთან კავშირი დააბრალა – ასევე მოიგონა არჩევნებში რუსეთის ჩარევა. გაბარდი ამბობს, რომ ობამამ ეს „დიფ სთეითის“ დავალებით გააკეთა. ეროვნული დაზვერვის დირექტორმა უკვე დააანონსა, ვის შეიძლება, მოუწიოს გამოძიების წინაშე წარდგომა შეთქმულების გამო.
ყველა ადამიანის საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული და მათ კანონის შესაბამისად უნდა წაუყენონ ბრალდებები, „რათა ასეთი რამ აღარასოდეს მოხდეს“. „ამაზეა დამოკიდებული ამერიკელი ხალხის მიერ დემოკრატიის რწმენა და ნდობა და, შესაბამისად, ჩვენი ერის მომავალი“, – დაწერა გაბარდმა.
„დიფ სთეითის“ გაშიფრული ხელწერა
„დიფ სთეითის“ გაშიფრული ხელწერა
▪️ტრამპის დისკრედიტაციის წარუმატებელი მცდელობა – ნახეთ ლეო სიხარულიძის რეპორტაჟში
#იმედისკვირაPosted by იმედის კვირა /Imedis Kvira on Sunday, July 20, 2025