თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები პირების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.
შენობა ავარიულია და მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება. სამხარაულის ექსპერტიის დასკვნით, დაზიანებულია მზიდი კედლები და აუცილებელია მისი დემონტაჟი.
შენობის მფლობელი კომპანია „ბლექსი პროფერთისია“. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, შენობა ინვესტიციის მიზნით მათ 2022 წელს შეიძინეს, თუმცა კუთვნილი ფართით ვერ სარგებლობენ, რადგან შენობაში მოქალაქეები უკანონოდ არიან შეჭრილი. შენობა კი ავარიულია.
გამოსახლების პროცესი ორჯერ ჩაინიშნა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო.
ოფიციალური მონაცემებით, შენობაში მცხოვრებთაგან 58 აქვს დევნილის სტატუსი, მათგან 24 უკვე დაკმაყოფილებულია, 29-ს კი განცხადება აქვს დაწერილი სოფლად სახლის შეძენის პროგრამაზე და მათგან უკვე 6 დაკმაყოფილებულია.
კომპანიის განცხადებით, რეალურად მისამართზე 39 ოჯახი ცხოვრობს.