„საქართველო, ეს ძალიან სახალისო იყო“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მსოფლიო ვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტს. მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც საქართველოში ჩატარებულ კონცერტს ასახავს.
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტს „დინამო არენაზე“ 55 000-მდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყო საგანგებოდ კონცერტისთვის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 20 000 ტურისტი.
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი პროექტ „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში 23 ივლისს გაიმართა. პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია სცენაზეა და მსოფლიოში 54 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, პირველად წარდგა ქართული პუბლიკის წინაშე.
კომენტარები