კარგად იციან, რომ ვერავითარ რევოლუციას ვერ მოახდენენ, ვერც გადატრიალებას და ვერც გადმოტრიალებას, ისინი ისეთ თამაშში ჩაებნენ, რომელიც წააგეს. მათი ლოზუნგი იყო – ჩავანაცვლოთ, სააკაშვილი. ამ ყველაფერს ხელს თავად „ნაცმოძრაობის“ ლიდერები უწყობდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, თითქოს ახალი პოლიტიკური დაჯგუფებები შექმნეს, რაც „ნაცმოძრაობასთან“ კავშირში არ არის, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ლიდერი უნდა ყოფილიყო და მის გვერდით ის ადამიანები დადგნენ, რომლებიც მას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ“.
„საკონსტიტუციო სასამართლოში კბილებით იცავდნენ, მაგრამ ახლა ისევ აგინებენ, ხან შარლატანს ეძახიან, ხან – რას. „ნაცმოძრაობამ“ ისინი გადააგდო, რევოლუცია ვერ მოახდინეს და მეორე პოზიციაც კი დააკარგვინეს. რეიტინგში მესამე ადგილზეც კი არ არიან და ახლა ფაფხური დაიწყეს, ვითომ აქტიური პოზიცია დაიკავონ. ეს რისთვის სჭირდებათ? დაფინანსება რომ ისევ გაუზარდონ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.