ბექა კობახიძე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია, რომელიც საჯაროდ ემხრობა ძალადობას, მოქალაქეებს ქუჩის დაპირისპირებისკენ მოუწოდებს და არ აღიარებს არჩეულ ხელისუფლებას, მის განცხადებებში აშკარად იკვეთება რევოლუციური განწყობა და დესტრუქციული მიზნები, რაც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ბექა კობახიძის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სპიკერად არჩევის ფაქტს.
ჩიხელიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ბექა კობახიძის არჩევის ფაქტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ნაბიჯი ძალადობისკენ მოწოდების პირდაპირი ან ირიბი წახალისებაა.
„ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესმით მათ „ღირებულებები“ და „დემოკრატიისადმი ერთგულება“. ვიდეოში ბექა კობახიძე საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ევროპული განათლების მნიშვნელობაზე, თუმცა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არის ეს ადამიანი.
ბექა კობახიძე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია, რომელიც საჯაროდ ემხრობა ძალადობას, მოქალაქეებს ქუჩის დაპირისპირებისკენ მოუწოდებს და არ აღიარებს არჩეულ ხელისუფლებას, მის განცხადებებში აშკარად იკვეთება რევოლუციური განწყობა და დესტრუქციული მიზნები, რაც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
იმ ფონზე, როცა ევროკავშირის წარმომადგენლობა ასეთ ადამიანს ირჩევს საკუთარი გზავნილის გასახმოვანებლად, იქმნება შთაბეჭდილება – რომ ეს ნაბიჯი ძალადობისკენ მოწოდების პირდაპირი ან ირიბი წახალისება არის. ასეთი მიდგომა არათუ ეთიკისა და დიპლომატიური სტანდარტებისგან განსხვავდება, არამედ დასავლური დემოკრატიული ღირებულებების
საწინააღმდეგოა.
მოძალადის პროპაგანდისტულად წარმოჩენა არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი თავად დეკლარირებულად იცავს. საქართველოს საზოგადოებისთვის ეს ერთგვარი სიგნალია, რომ ბრიუსელის წარმომადგენლობა მზად არის მხარი დაუჭიროს რადიკალურ ჯგუფებს, ნაცვლად იმისა, რომ დააფასოს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება და რეალური დემოკრატიული პროგრესი“, – წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.