დღეს Black Sea Arena-ს Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. ჯგუფი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ფესტივალებზე – Glastonbury-ზე, Coachella-სა თუ Lollapalooza-ზე – წარმატებული გამოსვლებითაა ცნობილი, ქართველი მსმენელის წინაშე პირველად შეკვეთილში წარდგება.
მაყურებლისთვის არენის კარი 18:30 საათზე გაიღება.
კონცერტი პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში ტარდება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ქართველი ახალგაზრდებისთვის საყვარელი შემსრულებლების კონცერტებზე დასწრების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება და საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.
კომენტარები