პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე ფინანსებთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას და ენჯეოების ხელმძღვანელების გამოკითხვას მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ დაწყებული გამოძიება ქვეყანაში შეკრების თავისუფლებისა და ძალადობრივი აქციებისგან მოსახლეობის დაცვას ემსახურება.
„საქართველოში დაცულია შეკრების თავისუფლება და საქართველოს მოსახლეობაც დაცულია ძალადობრივი აქციებისა და ქმედებებისგან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი გამოძიება და მეც, ისევე როგორც საზოგადოებას, მაინტერესებს რა პასუხი ექნებათ პროკურატურის კითხვებზე მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რით გაიმართლებენ თავს,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კომენტარები