„დოლარმადიდებელი“ ჯო უილსონის თანაორგანიზებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომა-„შაბაშია“ ახალი ე.წ. მოწმეებით – უსამშობლოები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და საქართველოსთვის ნატოს მეხუთე მუხლის მინიჭების მოწინააღმდეგე ანალიტიკოსი ლუკ კოფი, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ხსენებულმა კომისიამ, ამ ერთ-ერთმა ანტიქართულმა სტრუქტურამ, მორიგი განცხადებაც გამოაქვეყნა და თურმე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და თურმე რეგიონში აშშ-ის ინტერესებს მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება.
„„დოლარმადიდებელი“ ჯო უილსონის თანაორგანიზებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომა-„შაბაშია“ ახალი ე.წ. მოწმეებით – უსამშობლოები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და საქართველოსთვის ნატოს მეხუთე მუხლის მინიჭების მოწინააღმდეგე ანალიტიკოსი ლუკ კოფი.
ხსენებულმა კომისიამ, ამ ერთ-ერთმა ანტიქართულმა სტრუქტურამ, მორიგი განცხადებაც გამოაქვეყნა და თურმე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და თურმე რეგიონში აშშ-ის ინტერესებს მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება.
ამას უტიფრად გველაპარაკებიან ვაშინგტონიდან, როცა 2024 წლის მონაცემებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის საქონლით ვაჭრობის მთლიანი მოცულობა (ექსპორტი + იმპორტი) დაახლოებით 582 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული და ეს მრავალჯერ თქვა ოფიციალურმა თბილისმა. მარგინალი „ნაცრადიკალების“ ე.წ. „დანოსების“ მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას. საქართველოს ხელისუფლება მოთმინების რეჟიმშია“, – წერს აბაშიძე.