კონფლიქტოლოგი მალხაზ ჩემია, სოციალურ ქსელში იხსენებს 2000-იანი წლების „მოღალატეობის მეტასტაზებს“, ქართულ არასამთავრობო სექტორში გაჩენილ აგენტურულ ქსელებს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს, თინა ხიდაშელს ამხელს ქვეყნისთვის მოღალატეობრივ საქმიანობაში.
მალხაზ ჩემიას განცხადებით, ამჟამად თინა ხიდაშელი აგენტურულ საქმიანობას ასრულებს ტაივანის დავალებით, ქართულ-ჩინური ურთიერთობების დასაზიანებლად.
„მოღალატეობის მეტასტაზი.
ვერიდები იმ ადამიანებზე აუგის თქმას, ვისთანაც ოდესმე მაინც რაიმე ურთიერთობა მქონია და პირადად ვიცნობ, მანამ სანამ გარკვეულ ზღვარს არ გადავლენ.
2001 წელია, ცხინვალის რეაბილიტაციის პროგრამით ვმუშაობ. დღედაღამ წლობით იქა ვართ ეუთო და ევროკომისიის ჯგუფთან ერთად.
პარალელურად კონფლიქტოლოგიის ჯგუფშიც ვარ ჟენევის ფორმატში. დსთ და კავკასიის სამშვიდობო კოორდინატორიც ვარ არასამთავრობო ორგანიზაციით.
ისე მოხდა, რომ კავკასიის ქსელის მიმოწერა გამაცნო მეგობარმა კოლეგამ (სხვათაშორის რუსმა). მიმოწერა მიდიოდა ქსელის ევროპელ კურატორ , ლონდონელ „ინთერნეშნლ ალერტი”-ს კოორდინატორ – გევორქ ტერ-გაბრიელიანსა და კავკასიის ქსელის ხელმძღვანელ X-თან. სადაც ეს МИМО დამთავრებული გევორქა ავალებდა ამ X-ს, გადაეცა ჯავახეთის და პანკისის ხეობის „სამშვიდობო” მონიტორინგის არაოფიციალური მასალები ვიღაც ჩრ. კავკასიელი ორი ტიპისთვის, რომლებიც ჩვენი წევრები არ იყვნენ. ეს ის დროა, როცა ჩეჩენი ბოევიკების ყოფნას ეჭვობდა რუსეთი პანკისში და საჰაერო დერეფანს მოითხოვდა. როგორც გავიგე, ეს ორი ტიპი გენერალ ლებედის ხალხი აღმოჩნდა ჩრ. კავკასიაში. ყველაფერი ცხადი იყო, თუ რა აგენტურული ქსელები მუშაობდა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია ჟენევაში გავახმოვანე საერთო კონფერენციაზე და ამ ტერ-გაბრიელიანის საკითხი დავსვი. ასევე საქართველოში პარლამენტში თავდაცვის კომიტეტშიც განვაცხადე მეგობრებთან. დაიბარეს დიდი ბრიტანეთის ელჩი, ქ-ნი დებორა და გავაცანით მისი ქვეყნის ენჯეოს ძირგამომთხრელი საქმიანობა. ერთ კვირაში დაგვიბარა ქ-მა დებორამ და ცხვირზე ამაფარა 5 ქართული ენჯეოს მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ეწერა, რომ მე ვტყუოდი, ხოლო გევორქა სანდო და პატიოსანი ხელმძღვანელი იყო. გევორქა კი გავხადე საქართველოში „პერსონა ნონ გრატა”, მე გამომაბუნძულეს ენჯეო ქსელიდან. შემრჩა გევორქაზე წარტყმა და გაოგნება იმ 5 ქართულ ენჯეოზე, რომელთაგან სამი მეგობარი მეგონა.
არ გავიხსენებდი ეხლა ამ წარსულ ამბავს, რომარა ამ გამყიდველ ხუთეულიდან , ორის დღევანდელი აქტიურობა. ორივე მინისტრი იყო ოცნების ხელისუფლებაში. დღეს თავგადაკლული ოპოზიცია არიან. ერთ-ერთი მათგანი ამ დღეებში მიდის ჰელსინკის კომისიის მოხსენების მხარდასაჭერად მადამ ექსპღეზოსთან ერთად, საქართველოზე ცილის დასაწამებლად. დიახ, სწორედ მიხვდით. ეს ქ-ნი თინა ხიდაშელია. ამჯერად ტაივანის აგენტურულ დავალებას ასრულებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების საზიანოდ.
თინა… უსამშობლო ნაძირალა ხარ, თან გოიმი“, – წერს მალხაზ ჩემია.