„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) რომ რეალურად იბრძოდა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ამას თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა გერმანიის ისტებლიშმენტმა ეს პარტია „მემარჯვენე ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი აკრძალვა სცადა, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან „დიფ სთიეთს“ ხსენებულ პარტიასთან ვერც მოსყიდვა და გადაბირება გამოუვიდა და ვერც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა მოხერხდა, პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი.
ყველაფრის უკან რომ სწორედ „დიფ სთეითია“, ფილოსოფოსს ისიც აფიქრებინებს, რომ არჩევნების წინ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარტიის პოლიტიკოსების სიკვდილზე სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ საეჭვო არაფერია.
„როგორც ჩანს, მათთან მიმართებაში „დიფ სთეითმა“ ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი – მოსყიდვა, გადაბირება და საკუთარ აგენტად ქცევა, რითაც იმართება კიდეც გერმანიის დღევანდელი ხელმძღვანელობა.
შესაბამისად, არც მოსყიდვა და ამ ეტაპზე – არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, სხვა მეთოდს მიაგნეს და პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი.
სხვაგვარად დაუჯერებელია, რომ პარტიას, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა დაიმსახურა და ხალხს ის სავალალო მდგომარეობა დაანახა, რაშიც გერმანია სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგად აღმოჩნდა, ამდენი ლიდერი სწორედ არჩევნების წინ, ლამის ყოველ მეორე დღეს უკვდება, ამ ყველაფერზე კი სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ საეჭვო არაფერია…
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ცხადზე-ცხადია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, გერმანიაში, სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალებას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვება და რომც მოჰყვეს, გერმანია, მათ შორის საკუთარი სამართალდამცავი უწყებებით იმდენად აქტიურად იმართება გარედან, რომ იმასაც არ დაადგენენ, ეს ხალხი რისგან გარდაიცვალა რეალურად. გამოძიება რომც წარიმართოს, მისი სანდოობაზე სერიოზულად მსჯელობა შეუძლებელი იქნება“, – ვკითხულობთ შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.