ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საკუთარი კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა, ჟურნალისტ სალომე ასათიანის მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით:
„ივანიშვილში საფრთხეს ხედავს, ეს არის თურმე პრობლემა ამ ქვეყნის, ის კი არა, რა საფრთხესაც ქმნიდა, ან შესაძლოა, შექმნას „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებამ ამ ქვეყანაში. “წამება მოხრჩობით”,- ეს იყო ყველაზე გავრცელებული წამების ფორმა ციხეებში, ამას გვეუბნება ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მომზადებული საგანგებო ანგარიში 2004-2012 წწ არსებულ რეჟიმზე, ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის წერილთან ერთად ამ ახალგაზრდა ჟურნალისტმა სულ ახლახან გასაჯაროებული ეს დოკუმენტიც წაიკითხოს და იქნებ, უფრო უკეთ გაერკვეს, თუ რა არის “რეპრესია”, “საფრთხე” და უკეთესად მოემზადოს ინტერვიუსთვის, თუ ასეთი კიდევ შედგა!“ – აცხადებს მანანა კობახიძე.
მანანა კობახიძე: ამ ახალგაზრდა ჟურნალისტმა სულ ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტიც წაიკითხოს
2016/06/03 10:47:48
ნანახია: 3150 ჯერ