რაც დრო გადის, მით უფრო არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს ნაცმოძრაობის ის ფრთა, რომელიც ვითომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, – განაცხადა „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა განცხადებას პარტია „ლელოდან“, რომელიც მათი გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვას და „სანქცირებულ საპროტესტო აქციებს“ ეხება.
„შე დალოცვილო, თუ ეუბნები ხალხს, რომ არჩევნებში აგირჩიონ მერად, საკრებულოს წევრად, გაფიცვისთვის ვინ ირჩევს ვინმეს?! ფანტაზიაშიც კი უჭირთ და როგორც ჩანს, ახლა დაძინება-გაღვიძებაზე აქვთ საქმე, რომ გაიღვიძებენ მერი ვინ იქნება და ა.შ. მარტივად იქნება – მაქსიმუმ სიზმარში ნახონ, რომ კუპრაძე იქნება მერად არჩეული, გაიღვიძებენ და დახვდებათ კალაძე მერად არჩეული“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის პარალიზებას გეგმავენ.