საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და მის მეუღლესთან ერთად გამართული ვახშმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი. ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
კომენტარები