ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სფეროს წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს მსოფლიო ტურიზმის დღეს ულოცავს.
„ტურიზმის სფეროს უკლებლივ ყველა წარმომადგენელს და გულშემატკივარს გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს! გისურვებთ წარმატებას, თქვენი საქმიანობის განვითარებასა და კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მასპინძლობთ მოგზაურებს და ხელს უწყობთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. თქვენი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის!“ – წერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
კომენტარები