წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩო ახალაიასთან, – წერს სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძე.
ის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც ბაჩო ახალაიასთან და მის შვილთან ერთად აქვს გადაღებული.
„რუსთავი -2“ რამდენიმე დღეა დამდევს და ეძებს ჩემს, მურთაზ ზოდელავას და ბაჩო ახალაიას ურთიერთობას. ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია და წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან. ასე, რომ არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა.
„რუსთავი 2“ – ს კი მინდა დავუდასტურო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ გვყავს მონათლული არცერთი ,,ოცნების“ ოჯახის წევრი. მადლობა ყურადღებისათვის“, – წერს პაატა ბურჭულაძე.
კომენტარები