კულტურის მინისტრი თიკა რუხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წამოწყების შედეგი ვიხილეთ, – პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთ „ივერიის” 1886 წლის ნომრების სრული კრებული.
ეს არის უნიკალური მასალა, რომლის აღდგენილი და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული გამოცემა უკვე ფართო საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი.
ამ იდეის ხორცშესხმისთვის დიდ მადლობას ვუხდი ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდამჭერს – ფონდ “ქართუს”.
შეიძლება ითქვას, რომ “ივერია” არის ქართული ცნობიერების, იდენტობის, ქართული სიტყვის ანთოლოგია, რაც ასე გვჭირდება დღევანდელ რთულ სამყაროში.
მიხარია, რომ მომავალში, “გიგანტური წიგნების” სერიით კიდევ არაერთი ასეთი კრებული გამოიცემა, რაც უდიდეს სამსახურს გაუწევს ჩვენს საზოგადოებას.”