დედაქალაქის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 66,4% რომ უჭერს მხარს, ამას ამომრჩეველთან ყოველდღიური კომუნიკაციის დროსაც გრძნობს.
„ამომრჩეველთან ძალიან ხშირი შეხვედრები გვაქვს და ამ მხარდაჭერას, რაც კვლევებმა აჩვენა, ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ. ხალხი ყველაფერს რეალურად ხედავს და შეუძლია განასხვავოს, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ემსახურება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ქვეყანას მართავს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი და არა ვიღაცები გარედან ჩარევებით, მითითებებით, შიდა აგენტურული ქსელით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.