„ნაცმოძრაობის“ – სისხლის წუმპედან ამოსული ხალხის მოწოდებები არის პირდაპირ დაკავშირებული იდეასთან, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა გამეორდეს მაიდანის სცენარი, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა 4 ოქტომბრისთვის რადიკალური ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ გეგმებს.
„მშვიდობიან აქციაზე ლაპარაკი უკვე დამთავრდა. პაატა ბურჭულაძე თავისი სასაცილო სქემებით არის ხელმძღვანელი რაღაც აქციის, რომელიც თითქოსდა მშვიდობიანია. ნაცმოძრაობის – სისხლის წუმპედან ამოსული ხალხის მოწოდებები არის პირდაპირ დაკავშირებული იდეასთან, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა გამეორდეს მაიდანის სცენარი, საქართველო უნდა ჩაეფლოს სისხლში და ცრემლში“, – აცხადებს ვოლსკი.
არჩევნებამდე 3 დღე რჩება. მმართველი გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება, რადიკალური ოპოზიცია კი რადიკალური აქციისთვის. 4 ოქტომბერს „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით იმართება აქცია, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობაა. დაანონსებულია ძალადობრივი ქმედებები.