“რაც შეეხება ქვეყნის მტრებს – ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ არჩევნები გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება, რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ. ისიც ყველამ კარგად ვიცით, თუ საიდან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება და ვინ უწყობს ამ ყველაფერს ხელს – რა თქმა უნდა, გარე ძალების გარეშე ეს შეუძლებელია,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ღამის კურიერში” ისაუბრა.
მისივე თქმით, “გარე ძალებს” საქართველოს გამოყენება საკუთარი ინტერესების გასატარებლად სურთ.
“რაც შეეხება ქვეყნის მტრებს – ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ არჩევნები გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება, რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ. ისიც ყველამ კარგად ვიცით, თუ საიდან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება და ვინ უწყობს ამ ყველაფერს ხელს – რა თქმა უნდა, გარე ძალების გარეშე ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ამ ექსტრემისტული ჯგუფების არსებობა, ამ დაპირისპირების დაფინანსება, პოლარიზაციის გაღრმავება, რევოლუციების მცდელობები ბოლო წლების განმავლობაში – ეს ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული და გარედან დაფინანსებული.
გარე ძალებს აქვთ განსაკუთრებული ინტერესი, რომ საქართველო როცა დასჭირდებათ, როცა ჩათვლიან საჭიროდ, გაიწიროს და გამოიყენონ ისე, როგორც, მაგალითად, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოიყენეს უკრაინა. ეს საფრთხეები არსებობს – დიდ ქვეყნებს, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს ყოველთვის აქვთ ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, არა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, რა დროსაც ჩვენი ინტერესები ფეხქვეშ იქნება გათელილი,” – აცხადებს კახა კალაძე.