საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტი 4 ოქტომბრისთვის ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას აფასებს.
მისი განცხადებით, ვინც ძალადობას შეეცდება, სახელმწიფოსგან მკაცრ პასუხს მიიღებს.
„მათთვის ძალადობა, კონსტიტუციის დარღვევა, სისხლის სამართლის წესებისა და დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლით, ბულინგით, სისხლით, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით მოქმედება არის ჩვეულებრივი მოვლენა და სამწუხაროდ, ამ მათთვის ამ ჩვეულებრივ მოვლენას სიჩუმით ეგებება ევრო ბიუროკრატია. ყველა, ვინც შეეცდება ქვეყანაზე, ქვეყნის მოსახლეობაზე, მათი არჩევანის უფლებაზე ხელი აწიოს და განახორციელოს ძალადობა, აუცილებლად, ყველა მიზეზგარეშე, მიიღებს ადეკვატურ, სამართლიან და საკმაოდ მკაცრ პასუხს სახელმწიფოსგან”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიცია 4 ოქტომბრის აქციისთვის ემზადება და რადიკალურ გეგმებს აანონსებს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტების ყველა ძალადობრივი ქმედება მარცხისთვისაა განწირული, სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს კი სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.