ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”გილოცავთ ავეტიცხოვლობას!
ეკლესიურმა ხალხმა იცის, მაგრამ იმათთვის ვიტყვი ვისაც ტვ პირველი ატყუებს.
სრული აბსურდია ამ სიუჟეტში გადმოცემული, მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს!
მამა ანდრია კი არ იბარებს, იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად,
და თუ რომელიმე მღვდელმსახური აცხადებს, რომ კომისიაზე დაძახება, არ ესმის რას ნიშნავს (არ ესმის ვინ იხმობს) , განვუმარტავ (თუმცა წესით ყველა სასულიერო პირმა იცის), ეს არის ოფიციალური დაძახება, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის (ამ შემთხვევაში კათოლიკოს პატრიარქის) ლეგიტიმურ კომისიაზე.
ფუჭია ყველა მცდელობა, ამ საკითხის ჩემთან რაიმე პირად დაპირისპირებაში განხილვისა, მხოლოდ იმის გამო, რომ მიწევს რაიმე ოფიციალური პოზიციის გაცხადება. მით უმეტეს, მამა დოროთეს პატრიარქის მდივნისგან ეცნობა კომისიაზე მოწვევა და არა კერძოდ ჩემგან.
ზოგადად პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც, მნიშვნელოვანი საკითხის დევალვაციის და ჩემს, ერთი სასულიერო პირის ინტერესზე დაყვანის მცდელობაა. თავადაც შედიან ამით შეცდომაში და საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავთ.
აქვე ვიტყვი, მამა დოროთეს ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ და არავითარი პირადი საკითხი მასთან არ მაქვს.
კომისიაზე, კი მოწვეულია ხუთშაბათს, მოწვეულია პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მიერ, სადაც, როგორც ზემოთ დავწერე, მღვდელმთავრებიც შედიან.”
გილოცავთ ავეტიცხოვლობას!
ეკლესიურმა ხალხმა იცის, მაგრამ იმათთვის ვიტყვი ვისაც ტვ პირველი ატყუებს.
სრული აბსურდია ამ…
Posted by Andria Jagmaidze on Tuesday, October 14, 2025