ბაჩო ახალაიამ განაცხადა, 4 ოქტომბერი მშვიდობიანი აქცია იყოო. დიახ, მშვიდობიანი აქცია იყო, მშვიდობით ჩადენილი დანაშაული იყო, მშვიდობიანი შეჭრა და თავდასხმა იყო პრეზიდენტის რეზიდენციაზე, იმასთან შედარებით, რა მავნებლობებიც აქვს ჩადენილი ბაჩო ახალაიას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, სამართალდამცველების დასადგენია, ბაჩო ახალაიას რა როლი ჰქონდა ქვეყნის გადატრიალების მცდელობაში.
„ჩვეულებრივი მწამებელია, რომელიც ქმნიდა რეჟიმს, სადაც ადამიანის უფლებები სისტემატიურად და სისტემურად ირღვეოდა. სამართალდამცველების დასადგენია, მას რა როლი ჰქონდა ქვეყნის გადატრიალების მცდელობაში და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები იმართებოდა და ეს ფაქტი დაპირისპირების მიზეზი გახდა „ნაციონალურ მოძრაობაში“.