პარტიების აკრძალვა ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესია, ამას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს კონკრეტული პირების მიერ პარტიის დაფუძნება, წევრობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, პარტიის დაფინანსება, სიაში შეყვანა.
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და ქვეყნის ინტერესებს ღალატობს. არაფერი რომ არ ვთქვათ, წამებასა და იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რასაც მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა. საერთაშორისო მიმართულებით ამ საკითხს დასაბუთება არ სჭირდება, მთავარია, დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან ისინი იღებენ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.